წყალტუბოში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

წყალტუბოში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი უძღვებოდა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
სხდომაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, წარმატებული სპორტსმენებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით არსებული პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებმა, სხდომის დაწყებამდე, წყალტუბოს სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.