კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლისათვის შალვა ნიშნიანიძის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხი.