- 2022-01-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინიციატივით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია იწყება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.
ამ მიზნით ორგანიზებული ვაქციინაციის აქცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკის ამბულატორიებში ჩატარდა .
ვაქცინააციის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდეს და კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამის შესახებ, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.
სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში მოსახლეობის ნაწილმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი ბუსტერი გაიკეთა