- 2021-03-01
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

1 მარტიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა.

სასწავლო პროცესის განახლებას ბაღები მომზადებულნი შეხვდნენ. დაცულია პანდემიის პირობებში ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისი მოთხოვნები და რეკომენდაციები: აღმზრდელები და მომსახურე პერსონალი (ღია და დახურულ სივრცეში) ატარებენ პირბადეს, მათ და ბავშვებს ყოველ დილით უტარდებათ თერმოსკრინინგი, შენობებში დამონტაჟებულია სადეზინფექციო სანიტაიზერებისთვის სპეციალური მოწყობილობა, განთავსებულია დეზობარიერები, კორონავირუსზე დატესტილია საბავშვო ბაღებში მომუშავე ყველა პირი.

„მიხარია რომ საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა, ბავშვისთვის ეს გარემო აუცილებელია და აქ ურთიერთობენ, ვითარდებიან და ემოციურად დადებითად იტვირთებიან პატარები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 23 საბავშვო ბაღია და 1600-ზე მეტი აღსაზრდელი სწავლობს. აღსაღნიშნავია, რომ სულ მალე, დანიის საბჭოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება ქალაქს. მშენებლობა დასრულების სტადიაშია,“ – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

