1 მარტიდან საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

    1 მარტიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა.
სასწავლო პროცესის განახლებას ბაღები მომზადებულნი შეხვდნენ. დაცულია პანდემიის პირობებში ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისი მოთხოვნები და რეკომენდაციები: აღმზრდელები და მომსახურე პერსონალი (ღია და დახურულ სივრცეში) ატარებენ პირბადეს, მათ და ბავშვებს ყოველ დილით უტარდებათ თერმოსკრინინგი, შენობებში დამონტაჟებულია სადეზინფექციო სანიტაიზერებისთვის სპეციალური მოწყობილობა, განთავსებულია დეზობარიერები, კორონავირუსზე დატესტილია საბავშვო ბაღებში მომუშავე ყველა პირი.
✅დღეს სოფელ გვიშტიბის N5 და ქალაქ წყალტუბოს N2 საბავშვო ბაღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა მოინახულეს.
„მიხარია რომ საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა, ბავშვისთვის ეს გარემო აუცილებელია და აქ ურთიერთობენ, ვითარდებიან და ემოციურად დადებითად იტვირთებიან პატარები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 23 საბავშვო ბაღია და 1600-ზე მეტი აღსაზრდელი სწავლობს. აღსაღნიშნავია, რომ სულ მალე, დანიის საბჭოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება ქალაქს. მშენებლობა დასრულების სტადიაშია,“ – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
✅მუნიციპალიტეტის მერს და მოადგილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა გიორგი იობიძემ ბაღებში covid19 -ის წინააღმდეგ რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ინვენტარი და პროცედურები გააცნო.