18-25 მაისს წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანების მიერ მუზეუმების საერთაშორისო დღე ონლაინ ღონისძიებათა კვირეულით აღინიშნა

18-25 მაისს წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანების მიერ მუზეუმების საერთაშორისო დღე ონლაინ ღონისძიებათა კვირეულით აღინიშნა.
მომზადდა ვიდეორგოლები განსაკუთრებული ექსპონატის ისტორიის, მუზეუმში დაცული მართლმადიდებლური ხატების, გვიშტიბის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორიის, მუზეუმში დაცული მინერალების, მეტივეობის ისტორიისა და პროფესიული ნიშნით წარმატებული წყალტუბოელების – ოთარ იოსელიანისა და მზია ლექვთაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
კვირეული დაიხურება, დღეს, ქართველი იურისტის, ფინანსისტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ მომზადებული ინფორმაციით.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, ეს თარიღი 1977 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, მუზეუმების როლის გაცნობიერების, კულტურის უწყვეტობის შენარჩუნებისათვის მემკვიდრეობის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით.