საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წყალტუბოში სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წყალტუბოში სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
დღის განმავლობაში ქალაქის რკალზე გარბენი, ხოლო სპორტის სასახლეში მკლავჭიდში შეჯიბრი მოეწყო . გამარჯვებულებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა სიგელები გადასცეს.
 ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიაცია ,, ეს დღე ჩვენია“ საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში” კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ეროვნული იდეალებისა და ღირებულებების, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, გმირობის მაგალითების წარმოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყნის მთავარი მონაპოვარი დამოუკიდებლობა და ევროპულ ოჯახში დაბრუნების მკაფიო განაცხადია.
კულტურულ ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლი ,,ნადური’’, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები’, მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების და ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, ასევე გეგუთის კულტურის სახლის ვოკალური ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის ცენტრის მმართველი რევაზ მესხი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.