სოფელ რიონში დასრულდა მამრიკიშვილების უბანში არსებული გზის რეაბილიტაციის პროექტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში დასრულდა მამრიკიშვილების უბანში არსებული გზის რეაბილიტაციის პროექტი.
რეაბილიტირებული გზით 30-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
აღნიშნული გზა მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერთან აკავშირებს.
,,მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია არის ჩვენი ერთ- ერთი ძირითადი პრიორიტეტი, ვცდილობთ, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა, დავგეგმოთ ისეთი პროექტები, რომლებიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული’’ -აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.
რიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს ასევე განხორციელდა სოფელ ნოღა- ქუთაისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი.
დასრულდა რიონის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ბეტონის საფარი დაიგო სოფელ სორმონში, ხანთაძეების უბანში არსებულ გზაზე .