წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა’’ თბილისის „დინამოსთან “ გამართულ მატში მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ,,, თბილისის „დინამო’’ საქართველოს ჩემპიონატში უძლიერესი გუნდია, სწორედ ამიტომ ,,სამგურალის’’ ეს გამარჯვება განსაკუთრებით სასიხარულოა, ჩვენ ვაგრძელებთ წინ სვლას და ვემზადებით მომდევნო თამაშისთვის -აღნიშნა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი სამგურალის წევრს ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.