წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1.ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის’’ 272 (ორასსამოცდათორმეტი) ცალი ხის სანაგვე ურნის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
2. ქალაქ წყალტუბოში, ავალიანის ქუჩაზე მდებარე 1629 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( საკ.კოდი # 29. 08. 31. 531 ) ავტომანქანების დგომისა და გაჩერების საკითხის რეგულირების მიზნით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, ელექტრონული აუქციონის სახით, 5 (ხუთი) წლის ვადით, გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, #2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული შენობის ( საკ. კოდი # 29.08.37.055 ) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 2 (ორი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობის პირველ სართულზე (საკ.კოდი N 29.17. 35. 013) განთავსებული 18.48 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
6. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის’’ უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის შემცირების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
7. შპს ,,სანატორიუმ წყალტუბოსათვის’’ პირდაპირი განკარგვის წესით,სარგებლობის უფლებით, იჯარით , 10 (ათი) წლის ვადით ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის ’’უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი N29.08.34.018 ) ნაწილის- 3673.23 კვ.მ. ფართის გადაცემის შესახებ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2022 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.