სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დიდების მეორიალთან აფხაზეთის ომის წყალტუბოში მცხოვრებმა ვეტერანები, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველმა პირებმა, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მოადგილეებმა: სერგო კირკიტაძემ და გიორგი დოლიძემ, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია კოპალიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დიდების მეორიალთან აფხაზეთის ომის წყალტუბოში მცხოვრებმა ვეტერანები, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, აფხაზეთის ომს ჰყავს ბევრი გმირი, მათ შორის არიან წყალტუბოელებიც, ჭუბერის უღელტეხილის უმძიმესი კადრები გადაღო წყალტუბოში მცხოვრებმა ცნობილმა ჟურნალისტმა დიანა ციბაძემ, ამ ქალაქმა შეიფარა 8000-ამდე დევნილი, 27 სექტემბერს, სოხუმში დახვრიტეს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა, რომელმაც ყველას აჩვენა სამშობლოს სიყვარულის და მისთვის თავგანწირვის მაგალითი, გმირობის ისტორიები ბევრია, ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე’’-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.