14 აპრილი დედა ენის დღეა

14 აპრილი დედა ენის დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით კონკურსების კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში გამოვლინდა I, II, III ადგილები ლიტერატურული ნაშრომი (ესე) და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯილდოდ დიპლომები და წიგნები გადასცეს.
ლიტერატურული ესსე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების 60-ზე მეტმა მოსწავლემ დაწერა. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ თემის სათაურს „ რა ენა წახდეს“… კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ხელოვანი დაჩი იოსელიანი, ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი სულიკო სვანიძე, ჟურნალისტი, ფილოლოგი – ლილი გელენიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი და სხვები გამოავლინეს საუკეთესო ნაშრომები:
I ადგილი: მარიამ ბუკიამ (წყალტუბოსN 2 საჯარო სკოლა) და გვანცა ხოჯავამ (გეგუთის N2 საჯარო სკოლა) დაიკავეს.
IIადგილი ლუკა ჩაჩუამ (მაღლაკის საჯარო სკოლა) დაიმსახურა .
III ადგილზე: ნინო ყანჩაველი ( წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა) გავიდა.
რაც შეეხება სახვით და გამოყენებითი ხელოვნების კონკურსს პირობა ასეთი იყო: შეექმნათ ფრაზა „ქართული ენა“ ნებისმიერი ტექნიკით. ჟიურიმ, რომლის შემადგენობაში იყვნენ სამხატვრო სკოლის დირექტორი ავთანდილ ჯიბუტი, ქართული რეწვის ოსტატი, მხატვარი ნანა მანაგაძე, გრაფიკოსი და ფერმწერი ლუიზა კიკვიძე, ადგილები შემდეგნაირად გადააანაწილა:
1 ადგილი – ლინდა ჩოგოვაძე ( ბანოჯის საჯარო სკოლა)
II ადგილი – ლიზი კეთილაძე ( წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა)
III ადგილი – აიდა სერიმბეტოვა ( წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა)