- 2023-12-01
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უერთდება 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და სხვადასხვა ღონისძიებებით 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ კამპანიის ფარგლებში ი.გ.პ ქალთა ასოცოაცია „თანხმობასთან“ ერთად მოაწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებთან – „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, ძალადობის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებზე და ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები.