შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრასა და ქვიტირში, შშმ პირთა პანსიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.
წყალტუბოს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით წელს სულ 14 ეტლი განაწილდა.
ეტლების გადაცემა შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ეტაპობრივად ხორციელდება.