საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა მაღლაკელიძე უძღვებოდა.
 დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
 კომისიის წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიამ, ასევე იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში მდებარე ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიალის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დაწესების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2023 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.