2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
წყალტუბოში რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი დოლიძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი.
წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ, პანაშვიდი გადაუხადა ომში დაღუპულ გმირებს.
 ,,8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცა მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი, ამ ომს შეეწირა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ქედს ვიხრი ყველა დაღუპული მებრძოლის ხსოვნის წინაშე. დარწმუნებული ვარ დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ და ჩვენი მომავალი თაობა ერთიან ძლიერ საქართველოში იცხოვრებს’’ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის აგვისტოს ომში ოთხი ვაჟკაცი დაიღუპა: მამუკა სამაკაშვილი, რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი.
დაღუპულთა ოჯახებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1800-1800 ლარი.