- 2024-02-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომისიამ განიხილა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის (INTERREG VI-B) NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის“ (Smart4Rural) განხორციელებისათვის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
კომისიამ 2023 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ იმსჯელა.
აგრეთვე კომისიის წევრებმა განიხილეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.