8 მარტი კოვიდ ცენტრის ქალბატონებთან

წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს რაიონული საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრის მედ-პერსონალს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცეს.
მედიკოს ქალბატონებთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ახალაძესთან ერთად, მაჟორიტარი დეპუპატი – პარლამენტარი გივი ჭიჭინაძე იმყოფებოდა. მამაცაცებმა ქალბატონებს ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„ ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი გმირობის წინაშე და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ამ დიდი შრომისთვის. წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო კოვიდ-ცენტრად რამდენიმე თვეა რაც გადაკეთდა და უკვე ასობით ინფიცირებული გამოაჯანმრთელეთ. თქვენი პროფესიონალიზმის შესახებ იცის მთელმა საქართველომ. თქვენ ძლიერი ქალბატონები ბრძანდებით. გისურვებთ, რომ სულ მალე დასრულდეს პანდემია და გქონდეთ საშუალება, რომ თქვენს ოჯახებთან უფრო მეტი დრო გაატაროთ,“ – ასე მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა კოვიდ-ცენტრის მედ-პერსონალს.
წყალტუბოს რაიონული საავამყოფოს მთავარმა ექიმმა მაკა გაბადაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს ყუადღებისთვის.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს აგრარული ბაზრის გამყიდველი ქალბატონები დაასაჩუქრა ყავილებით, ღვწლმოსილი ქალბატონებიც მოინახულა და რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახშიც იმყოფებოდა 8 მარტის მისალოცად.
+4