წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანია

🎗️      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება
  ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.
     ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც აისახება სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესში.
    წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ჩაერთვებიან.
    ყოველწლიურად მსოფლიო გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან კამპანიას აღნიშნავს, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დღით სრულდება. აღნიშნული კამპანიის მიზანია გლობალური მასშტაბით ისეთი ქმედებების დაგეგმვა, რაც აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას და მოუწოდებს მათ, მიიღონ ზომები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრისა და პრევენციისთვის.