საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 10 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებაში.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა , ასევე, იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა’’ და ,,პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის განკარგულებებში ცვლილების შეტანის საკითხებზე.
 თანხმობა მიეცა მერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული: ნაკვეთი N1- საკ.კოდი N29.08.34.188. ფართობი 9097 კვ.მ; ნაკვეთი 2-საკ.კოდი N29.08.34.189. ფართობი 64 კვ.მ; ნაკვეთი 3-საკ.კოდი N29.08.34.190. ფართობი 73 კვ.მ; ნაკვეთი 4- საკ.კოდი N29.08.34.191. ფართობი 88 კვ.მ; ნაკვეთი 5-საკ.კოდი N29.08.34.192. ფართობი 105 კვ.მ; ნაკვეთი 6-საკ.კოდი N29.08.34.193. ფართობი 111 კვ.მ; ნაკვეთი 7-საკ.კოდი N29.08.34.194. ფართობი 139 კვ.მ; ნაკვეთი 8 -საკ.კოდი N29.08.34.195. ფართობი 140 კვ.მ; ნაკვეთი 9-საკ.კოდი N29.08.34.196. ფართობი 941 კვ.მ; ნაკვეთი N10-საკ.კოდი N29.08.34.197. ფართობი 6293 კვ.მ; ნაკვეთ 11-საკ.კოდი N29.08.34.198. ფართობი 4946 კვ.მ; ნაკვეთი 12- საკ.კოდი N29.08.34.199, ასევე ქალაქ წყალტუბოში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონება-შენობა №17 34,18კვმ ს/კ:29.08.34.187. 17.001 საკადასტრო კოდებზე მდებარე უძრავი ქონებების, როგორც ძირითადი ქონების გასხვისებაზე და აღნიშნულ საკადასტრო კოდებზე მდებარე უძრავი ქონებების, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
 ცვლილება შევიდა, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის გ-49. 4925059001 განკარგულებაში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.