წყალტუბოში ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადებიდან 96 წლისთავი აღინიშნა

წყალტუბოში ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადებიდან 96 წლისთავი აღინიშნა.
მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ოტია იოსელიანის ცხოვრებისა და მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ და სხვებმა.
ღონისძიების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ და მსახიობმა შალვა აბაშიძემ ოტია იოსელიანის პოეზიის მიხედვით პერფორმანსი წარმოადგინეს.
მწერლის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე მისმა ვაჟმა დაჩი იოსელიანმა ისაუბრა. აღინიშნა, რომ გამოიცა ოტია იოსელიანის ახალი წიგნი- ,,ზოგი რამ სიბრძნისა“, რომელიც სულიკო სვანიძემ და მანანა მიქაძემ შეადგინეს.
„ოტიას ეზოში“ ახალი ადმინისტრაციული და სახელოვნებო სივრცე გაიხსნა.