- 2021-12-16
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლების სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე გაეცნო.
,, მასშტაბური პროექტების განხორციელება, ქალაქის იერ-სახის მოწესრიგება, ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაზეც მოსახლეობასთან ვსაუბრობთ, არის უმნიშვნელოვანესი. გრძელდება გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე 7 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადებისა და აკ. შანიძის ქუჩის დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაციის სამუშაოები. წყალტუბოსთვის ქალაქის იერ-სახის განახლებაზე ზრუნვა ამ ეტაპზე არის მთავარი პრიორიტეტი” – გენადი ბალანჩივაძე.
მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე დაათვალიერა ქალაქის შემოსასვლელში საგზაო კუნძულების მოწყობის, გაზონების გამწვანებისა და სოფელ წყალტუბოს (მეორე უბანი) და სოფელ ჩუნეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.