- 2021-12-18
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 2021 წელს ხუთი ახალი სკვერი შეემატა.
რეკრეაციული სივრცეებისა და მულტიფუნქციური სკვერების მოწყობა გაგრძელდება.
,,იგეგმება ახალი სკვერების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო გასართობი კუთხეებისა და სპორტული სივრცეების გაკეთება, რაც ჩვენს ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს, უახლოეს მომავალში ქალაქში და ,,სათაფლიის’’ ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 -ზე მეტი კოლხური ჯიშის ბზის დარგვას ვაპირებთ, მიმდინარეობს მარადმწვანე ხე-მცენარეების დარგვა, რაც არსებულ ფლორას გააუმჯობესებს. წყალტუბოს როგორც მწვანე ქალაქის მოწესრიგებისა და სუფთა გარემოს შექმნის მიზნით კონკრეტულ ღონისძიებებს პერმანენტულად გავატარებ’’- გენადი ბალანჩივაძე
მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერში ახალი ნერგები უკვე დარგეს, გამწვანების აქციები კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება.