წყალტუბოს ქუჩებს ხუთი ახალი სკვერი შეემატება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 2021 წელს ხუთი ახალი სკვერი შეემატა.
✔რეკრეაციული სივრცეებისა და მულტიფუნქციური სკვერების მოწყობა გაგრძელდება.
📣,,იგეგმება ახალი სკვერების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო გასართობი კუთხეებისა და სპორტული სივრცეების გაკეთება, რაც ჩვენს ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს, უახლოეს მომავალში ქალაქში და ,,სათაფლიის’’ ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 -ზე მეტი კოლხური ჯიშის ბზის დარგვას ვაპირებთ, მიმდინარეობს მარადმწვანე ხე-მცენარეების დარგვა, რაც არსებულ ფლორას გააუმჯობესებს. წყალტუბოს როგორც მწვანე ქალაქის მოწესრიგებისა და სუფთა გარემოს შექმნის მიზნით კონკრეტულ ღონისძიებებს პერმანენტულად გავატარებ’’- გენადი ბალანჩივაძე
✅🍀მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერში ახალი ნერგები უკვე დარგეს, გამწვანების აქციები კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება.