ა(ა)იპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიება საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“

წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ კონცერტი გაიმართა.
კონცერტის დაწყებამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მმართველმა, ნინო ხურციამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ღონისძიების მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
„მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში, რომელიც მდიდარი კულტურული ტრადიციებით გამოირჩევა, ბევრი კარგი ღონისძიება ტარდება და განსაკუთრებით ზრუნავენ მომავალი თაობის განვითარებასა და წინსვლაზე. მადლობას ვუხდი კულტურის დარგის ყველა წარმომადგენელს მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. ყოველთვის მზად ვარ, ხელი შევუწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და მხარი დავუჭირო ნიჭიერ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
ღონისძიებას მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ა(ა)იპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.