- 2023-12-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა კილაძემ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ დირექტორმა გიორგი ალიბეგაშვილმა დამდეგი შობა – ახალი წელი სათნოების სახლის ბენეფიციარებს მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“ ყოველდღიურად 200 ბენეფიციარს ემსახურება.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლოდ ბენეფიციარებს თანხა ჩაერიცხებათ.