ა8 გვისტოს ომში დაღუპულებს მუნიციპალიტეტის მერმა პატივი მიაგო

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ყვავილებით შეამკო დიდების მემორიალი და პატივი მიაგო 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ანასტასია დოლაბერიძე და სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველი ლევან ჩანქსელიანი გმირების საფლავებზე მივიდნენ და ადგილზე მიაგეს პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას.
 „დღეს 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, გავიხსენეთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირი ბიჭები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ამ ვაჟკაცი ბიჭების სულების წინაშე და ვიმედოვნებ რომ, რომ მათი დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს,“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომში წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან წასული მეომრებიდან ოთხი ვაჟკაცი მამუკა სამაკაშვილი, რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია და ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი უკან ვეღარ დაუბრუნდნენ. ისინი ჩვენი დროის გმირებად დარჩნენ საქართველოს უახლეს ისტორიაში.
 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ცხინვალის მისადგომებითან 350-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რამდენიმე ათასი დაიჭრა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა საკუთარ ქვეყანაში .