,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-სა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) წარ

მომადგენლებს შორის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.
    COVID_19-დან გამომდინარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგები ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ წარმოადგინა.
    განიხილეს სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ბიზნესისა და საწარმოების, ტურიზმის, შრომითი ბაზრის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები, იმსჯელეს მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდასა და თვითმმართველობის უფლებამოსილების თემებზე.
    კვლევების შედეგებისა და რეალურად არსებული გამოწვევების შესახებ განმარტებები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გააკეთა.
  აღინიშნა, რომ აუცილებელია მერის სამოქალაქო მრჩევლთა საბჭოს საქმიანობა იყოს ეფექტური და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული.
,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტს ,,მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ ახორციელებს.