- 2026-05-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილე გია კვასტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნესტორ აფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
,,ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი გავიდა. ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს, მეორე მსოფლიო ომში ქართველების წვლილი დიდია, სწორედ ამიტომ თაობებს გადაეცემა ჩვენი ჯარისკაცების გმირობის ამბები, თითოეული მათგანი იბრძოდა მშვიდობისა და მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა ვეტერანებისადმი, ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ეს ღირსეული ადამიანები”- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე, ყვავილებით შეამკეს გვიშტიბის ძმათა სასაფლაოზე არსებული ჯარისკაცების საფლავები.