- 2024-08-12
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში, მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და მოადგილემ გია კვასტიანმა ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან ერთად ახალგაზრდული პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ საზაფხულო ბანაკის შექმნის იდეა წელს პირველად განხორციელდა,მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით შეიქმნა ყველა პირობა ბანაკში ყოფნის დროს ახალგაზრდების როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპების გაცნობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და დასვენებისთვის.
ახალგაზრდებმა დადებითად შეაფასეს ბანაკის მუშაობა, მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებსა და წარმომადგენლებს ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერისთვის. მათი აზრით, მნიშვნელოვანია ჰქონდეთ უფრო მეტ საგანმანათლებლო ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა, ასევე აუცილებელია ბანაკში ყოფნის პერიოდში ჩატარდეს მასტერკლასები და შეხვედრები საინტერესო და ცნობილ ადამიანებთან, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სოციალიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.
ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მომავალში საზაფხულო ბანაკის პროგრამების ფარგლებში ახალი იდეებისა და ღონისძიებების გამართვის პერსპექტივებზე ისაუბრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.
ახალგაზრდული ბანაკის 29 მონაწილე დიპლომებით დაჯილდოვდა.