წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორცილებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვს 704 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 335 ათასი ლარი.
პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის სისტემების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი სივრცეებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა, სამუშაოები ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტ სოფელში მიმდინარეობს, მომდევნო კვირიდან კი თითქმის ყველა სოფელში დაიწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩხეიძემ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა, ისაუბრა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

სამუშაო შეხვედრას მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი მაია ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც უფლებამოსილების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცა.

ნაკლების ჩვენება