- 2026-07-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ფესტივალ „თეატრალური იმერეთი 2026“-ის ფარგლებში, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ სახალხო თეატრის დასმა ნიკო ლორთქიფანიძის პროზის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სოფლის აშიკი“ წარადგინა.
სპექტაკლს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილეები: გრიგოლ ყურაშვილი და გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით გორდელაძე, ფესტივალის ჟიური და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2026“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალი 24 ივნისს გაიხსნა და 2 ივლისს დასრულდება.