ახალი მერი გენადი ბალანჩივაძე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა.
✔,, დღეიდან იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, სადაც გვქონდა არჩევნების მეორე ტური, მერები შეუდგნენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას. მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წელი ახალ არჩეულ მერებთან ერთად, გვექნება ძალიან საინტერესო პროექტების და მიმართულებების განხორციელების პერიოდი, რომელიც რა თქმა უნდა აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, რეგიონზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე” – ზვიად შალამბერიძე.
✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ,,დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წელი ჩვენი ქვეყნისთვის და წყალტუბოსთვის იქნება წარმატებული, დაიწყება აღმშენებლობის პროცესი, გაკეთდება ყველაფერი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, განხორცილდება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები, მოსახლეობას და ჩვენს გუნდს ვპირდები, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, წარმატებული მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
🔷გენადი ბალანჩივაძემ მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. 2014-2017 წლებში იგი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ მუშაობდა.