- 2022-01-12
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და დანამატს , ნაცვლად 60 წლის და მეტი ასაკის პირებისა, 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები მიიღებენ.
200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.


