- 2026-06-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
კულტურის ცენტრში ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ შემოქმედებითმა წრეებმა მუსიკალურ-თეატრალიზებული სანახაობა „პატარა მოგზაურები“ წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ასევე ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო ხურცია.
დღესვე, კულტურის ცენტრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმარჯვეთა წრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო