ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში ტრადიციულად ბავშვთა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში ტრადიციულად ბავშვთა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.
სპორტის სასახლეში ქალაქის ბაგა- ბაღის აღსაზრდელებმა ,,მხიარული სტარტები” მოაწყვეს. სპორტულ თამაშებში პატარებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.
გაიმართა ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულებს თასები და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს სიგელები გადასცეს.
ღონისძიებები დასრულდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან’’ არსებული ვოკალური ჯგუფის ,,ოცნების” კონცერტით.