ბიუროს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გელა ბურჯალიანის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი N29.17.35.013.) პირველ სართულზე განთავსებული 18.48 კვ.მ. ფართის აუქციონის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის # გ-49.492221014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.