- 2022-05-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა გურეშიძე უძღებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2021 წლის IVკვარტალსა და 2022 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
7. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის №31 (გ-49.49220843) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის №გ-49.49220844 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ბანოჯაში მდებარე ლადიმერ ბედენაშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №29.09.39.542) ფართით-2098,0კვ.მ. ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) შესახებ.
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობის პირველ სართულზე (საკ. კოდი №29.04.38. 05) განთავსებული 47.48 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2(ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
12. ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის მორიგი
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.