- 2022-06-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’
4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’
5. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ,,გაეროს განვითარების პროგრამის’’ (UNDP) ერთობლივი პროგრამის-,,გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში’’ (UNJP) ფარგლებში ,,ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის’’ პროგრამის განხორციელებისთვის 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით გრანტის მიღებისა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე) მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ.
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
11. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, #2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი №29.08.37.055) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 2(ორი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის ,,ჩვენი სახლი’’-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
12. ქალაქ წყალტუბოში, ავალიანის ქუჩაზე მდებარე 1629 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი №29.08.31.531) ავტომანქანების დგომისა და გაჩერების საკითხის რეგულირების მიზნით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, ელექტრონული აუქციონის სახით, 5(ხუთი) წლის ვადით, გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობის პირველ სართულზე (საკ. კოდი №29.17.35.013) განთავსებული 18.48 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2(ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
14. არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის ’’ უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის შემცირების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
15. შპს ,,სანატორიუმ წყალტუბოსათვის’’ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, 10(ათი) წლის ვადით, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის ’’ უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი№29.08.34.018) ნაწილის-3673.23 კვ.მ. ფართის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის’’ 272 (ორას სამოცდათორმეტი ) ცალი ხის სანაგვე ურნის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
17. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2021 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
18. არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს მიერ 2021 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
19. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
20. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის მორიგი
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.