ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.

პროექტ „ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები ბიუროს სხდომას დაესწრნენ და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.