ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,ღია მმართველობის პარტნიორობის’’(OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ,,შენი იდეა მერს’’ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.
3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარე 1039 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.04.36.063) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით, 10(ათი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
8. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი პროექტების განხილვისა და მოწონების შესახებ.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების 2021 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმების დამტკიცების შესახებ.
12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
ბიუროს სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.