ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსავ საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:
1. ,,ღია მმართველობის პარტნიორობის’’(OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ,,შენი იდეა მერს’’ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №11დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონოტორინგის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი’’-ს მიერ 2020 წელს და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მიერ 2020 წლის და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
6. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა #15-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საბავშვო ბაღი) საკ. კოდი #29.08.37.163 სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციუპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის’’ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
9. საქართველოს საპატრიარქოსათვის (ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო გიმნაზიისათვის) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის ფორმით, უსასყიდლო აღნაგობით, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის მე-3 შესახვევის #12-ში მდებარე , (საკ.კოდით №29.08.34.144) რეგისტრირებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10500კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილი 3517კვ.მ. მიწის ფართის, სწავლის პროცესისათვის საჭირო ღია ტიპის სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურული სხვა ობიექტის მოწყობის მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
10. ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი’’-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მიკროავტობუსის FORD TRANSIT ძრავის მოცულობა-2,4, რეგისტრაციის ნომერი ZZ 123 BB, გამოშვების წელი 2005,რეგისტრაციის თარიღი 02/06//2017 წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი WFOHXXTTFH5J29812 საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ორბიტა’’-ს შორის 2016 წლის 22 ნოემბერს გაფორმებულ №23 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ანდრო ხარაბაძეს შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ №2 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ,’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივლისის № გ-49.49212117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმების დამტკიცების შესახებ.
15. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა თედორაძე ესწრებოდა.