- 2021-10-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II- III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ
2. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“-ს მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II-III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
3.ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II-III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N 29.08.34.014.01.528) განთავსებული 61.3 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N29.17.31.463) განთავსებული 20.63 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N 29.05.37.233) განთავსებული 77.08 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N 29.10.37.366) განთავსებული 108.29 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N 29.03.35.215) განთავსებული 74.87 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.