ჩვენი თანაქალაქელი იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ჩვენი თანაქალაქელი იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ფინალური შეხვედრა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 130 კგ წონის ათლეტთა შორის გაიმართა.
ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იაკობ ქაჯაიას მეტოქე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ოთხგზის მსოფლიო და რვაგზის ევროპის ჩემპიონი თურქი რიზა კაიალი იყო.
ვულოცავთ იაკობ ქაჯაიას ევროპის ჩემპიონატში ვერცხლის მედლის მიღებას და ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებსა და წარმატებებს