დამსახურებული პედაგოგის ჯილდო გადაეცა სოფელ საყულიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნათელა სვანაძეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით დამსახურებული პედაგოგის ჯილდო გადაეცა სოფელ საყულიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნათელა სვანაძეს.
სპეციალური სიგელი და ჯილდო ქალბატონ ნათელა სვანაძეს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გადასცა და 30 წლის განმავლობაში მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საყულიის საჯარო სკოლის მასწავლებელს ნათელა სვანაძეს დამსახურებული პედაგოგის ჯილდოს მიღება მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ასევე, საყულიის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.