დასრულდა სამოყვარულო ტურნირი ჩოგბურთში ,,წყალტუბოს თასი 2022″

დასრულდა სამოყვარულო ტურნირი ჩოგბურთში ,,წყალტუბოს თასი 2022″, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან,სულ 32 მონაწილე.გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში გახდა გიორგი დარჩია(ბათუმი),რომელმაც ფინალში ორ სეტში დაამარცხა მეტოქე ჰაირაპეტიანი,ხოლო წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა ილია გელაშვილისა(ოზურგეთი) და გიორგი კახიძის(ქუთაისი)დუეტმა.
ტურნირის ორგანიზატორები და აქტიური მხარდამჭერები გახლდნენ ფედერაცია ქართული ჩოგბურთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, სპორტული კლუბების გაერთიანება, ტურნირის მასპინძელი- სასტუმრო VITA GardeniaTskaltubo Hotel &Spa და ასევე ,,წყალტუბოს თერმული წყლები”
ტურნირს ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი,ფედერაცია ქართული ჩოგბურთის პრეზიდენტი მირიან ანდრიაძე, განათლების, სპორტისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც გამარჯვებულებს პრიზები თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი ჯილდო გადასცეს, ხოლო ,,წყალტუბოს თერმული წყლების”დირექტორმა შალვა ქასრაშვილმა პრიზიორები სარელაქსაციო პროცედურების ვაუჩერებით დააჯილდოვა:1 ადგილზე გასული 200 ლარიანი,ხოლო 2 ადგილზე გასული – 100 ლარიანი ვაუჩერით.