ძვირფასო თანამემამულენო, თანაქალაქელებო, მეგობრებო! გილოცავთ ახალ 2022 წელს!

მშვიდობა, ჯანმრთელობა, ძლიერება, ერთიანობა და სიყვარული მოეტანოს 2022 წელს ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენი ოჯახებისთვის
ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს- ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, რომლებიც პანდემიის პირობებში 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ, იცავენ ქვეყნის ინტერესებს, ცდილობენ გადაარჩინონ ყველაზე მთავარი- ადამიანების სიცოცხლე.
ახალი წელი მინდა მივულოცო ჩემს წყალტუბოელებს, უფროსი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, მათ ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქალაქი და ვისაც შესწევს ძალა გახადოს წყალტუბო უფრო ლამაზი, განვითარებული, იზრუნოს მის დღევანდელობაზე და მომავალზე, მჯერა ჩვენ ერთად ბევრ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ და წყალტუბო იქნება თანამედროვე ტიპის ევროპული კურორტი.
გისურვებთ ჯანმრთელობას, უფლის რწმენაში გაძლიერებას, სიმშვიდეს, სიბრძნეს, ერთმანეთის სიყვარულსა და ბედნიერებას”
გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი