- 2023-08-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩა N11-ში მდებარე N29.08.31.232 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 640 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 200 კვ.მ. ფართის კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, მსუბუქი კონსტრუქციის ჩადგმით, ხოლო მიწის დარჩენილი ნაწილი 376 კვ.მ. – მოვლა-პატრონობის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 15 წლის ვადით, იჯარის უფლებით, პირობით სარგებლობაში მოქალაქისათვის გადაცემის საკითხზე.