ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საკონკურსო პროექტების იდეების განხილვისა და მოწონების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ანდრო ხარაბაძეს შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ N2 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.