ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N25–ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 36.6 კვ.მ. (საკ. კოდი N29.08.34.014.01.507) ფართის სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
2. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №27–ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი N 29.08.34.107) პირველ სართულზე განთავსებული 13.25 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ.
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I–II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და თამთა ცხადაძეს შორის 2016 წლის 31 მაისს გაფორმებული N10 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პირობების შემსუბუქების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.